Thursday, August 29, 2013

ადამიანის სხეულის მოდელირება - თავის მოდელირება


 

ადამიანის სხეულის მოდელირება - თავის მოდელირება


   ამ სერიიით მინდა წარმოგიდინოთ ერთერთი ყველაზე საუკეთესო მეთოდი ადამიანის სხეულის მოდელირების, რა თქმა უნდა არსებობს მრავალი მეთოდი იმისა თუ როგორ გამოვძერწოთ ადამიანის მეში 3D გრაფიკაში. ეს ერთ ერთი იმათთაგანია, სწრაფი და რეალისტიკური. რა თქმა უნდა ამ მეთოდით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც დამწყებებმა ასევე გამოცდილებმაც.

მაშ ასე დავიწყოთ ადამიანის თავის მეშის მოდელირებით, ეს ერთ ერთი საუკეთესო მეთოდია ჩემის აზრით.

ასევე დავიმახსოვროთ დაბლა მოცემული პირობითი აღნიშვნები, რათა სწორეთ გავიგოთ დასურათებულ მაგალითებში მოქმედების მნიშვნელობა:

ფერები აღნიშნავენ შემდეგს:


1) პირველ რიგში ვდგავთ კუბს 2X2X4  ზომით Length: 65  Width: 50 Height: 65;


2) დავამსგავსოთ სფეროს ფორმას ხელით ან მაქსის მოდიფიკატორების დახმარებით შევძლებთ ამ ფორმის მიღებას, მაგალითად მოდიფიკატორი - Spherify:


3) ახლა წავშალოთ ნახევარი მხარე და სარკისებურათ დავაკოპიროთ Instance რეჟიმით, რის შემდეგაც მეორე მხარე ავტომატურად დამოდელირდება, შემდეგ კი მივაღებინოთ ისეთი ფრომა, როგორც სურათზეა დაბლა:


4) ვერტიკალურად გავჭრათ ადგილი თვალის არეში, გასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ Split Plane ან Cut ინსტრუმენტი.


5) თვალის ნაწილში ჩავამატოთ ხაზი, როგორც სურათზეა:


6) წარმოიქმნა პრობლემა 3 კუთხა და 5 კუთხა პოლიგონის სახით, ეს პრობლემა წყდება იოლად თუ ამ ხაზს შევაერთებთ წერტილთან, ეს მეთოდი აუცილებელია მოდელირების დროს, ჩვენ ამას შემდეგში გამოვიყენებთ ბევრგან, რადგანაც 3D გრაფიკაში როცა საქმე ეხება მოდელირებას ნებისმიერი ობიექტის, რომელმაც შემდეგში უნდა განიცადოს დეფორმაცია ან გვჭირდება ანიმაციისთვის არაა სასურველი მოდელი შეიცავდეს 3 კუთხა და 5 კუთხა პოლიგონებს, სასურველია იყოს ყველა 4 კუთხა, თუ რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია:


7) თვალის არეში გადავაადგილოთ ეს ჩვენი ახალიD გაჭრილი ხაზის წერტილები ისე რომ მივიღოთ რაღაც სათვალის მაგვარი ფორმა:


8) დავამატოთ ერთი ხაზი ჰორიზონტალურად პირის არეში:


9) დავამატოთ კიდევ ორი ხაზი ნიკაპის არეში, რომელიც შემდეგში დაგვეხმარება პირის და ნიკაპის გამოყვანაში:


10) წავშალოთ ხაზი რომელიც ქმნის სამკუთხედს და დავარეგულიროთ ფორმა. რომ არ წაგვეშალოს მთლიანი პოლიგონი მოსახერხებელია ეს ხაზი წავშალოთ Remove ფუნქციით Edit Edges  გრაფაში:


11) ამ ეტაპზე უნდა შევუცვალოთ პირის არეში მდებარე ჰორიზონტალურ ხაზს მიმართულება რათა გამოვიყვანოთ ყბა და კისერი, ჩავამატოთ ვერტიკალურად ერთი ხაზი და მდგომარეობა მოვაწყოთ ისე როგორც სურათზეა:


12) მოვნიშნოთ პოლიგონები და წავშალოთ, შემდეგ წაშლილ ადგილას ხაზი მოვნიშნოთ ირგვლივ და დავაკოპიროთ დაბლა, ამით მივიღეთ კისრის გეომეტრია:


13) ყელის არეში დავამატოთ კიდე ერთი ხაზი ირგვლივ და დავარეგულიროთ კისრის ფორმა:


14) მივხედოთ ცხვირს, პირველი ნაბიჯია გავჭრათ ხაზი იმ პრინციპით როგორც წინა შემთხვევაში გავჭერით თვალი. არ დაგვავიწყდეს 3 და 5 კუთხოვანი პოლიგონი გავხადოთ 4 კუთხიანი, არტეფაქტები არ გვჭირდება.


15) გადავაადგილოთ წერტილები ხაზები, პოლიგონები, როგორც მოსახერხებელია, რათა ფორმა მივცეთ ლოყას.


16) გავაკეთოთ ხაზები ისე როგორც სურათზეა, ეს საჭიროა რათა ცხვირი გამოვიყვანოთ, ასევე წარბი. ხოლო თვალის არეში დავამატე ორი ხაზი - ერთი მთლიანი ჰორიზონტალური და მეორე პატარა რათა შევცვალოთ პოლიგონების მიმართულება.


17) წაუშალოთ ხაზი რომელიც ხელს უშლის პოლიგონების მიმართულებას და გვიქმნის სამკუთხედს, ასევე დავაკორექტივოთ ფორმები:


18) შემდეგი ჭრაა თვალის ბადურის გასაკეთებლად:


19) თვალის ბადურის პოლიგონებს 2 ჯერ შევიყვანთ შიგნით, ეს იმისათვის რომ ჩავსვათ თვალი და გამოვიყვანოთ თვალის ფორმა.


20) გავაკეთოთ თვალის ბურთი და ჩავსვათ თავის ადგილას, რათა დავარეგულიროთ თვალის ირგვლივ არსებული ხაზები თვალის გარსის ზედაპირთან მიმართებაში, დავამატოთ ხაზები და გავწიოთ წერტილები, გავუსწოროთ თვალის ბურთის ირგვლივ როგორც სურათზეა. 

   არაა საჭირო თვალის ბურთი იყოს ძალიან დიდი, მიახლოებით იყოს იმხელა რომ კარგად დაჯდეს თვალის ჭრილის ირგვლივ. რეალური თვალის ზომა არის 25 მილიმეტრი, ხოლო ბავშვისა და ქალის თვალი ჩანს დიდი, ეს იმითაა გამოწვეული რომ მათ აქვათ პატარა სახე. თავი არის 5 თვალის ზომა სიგანეში, ხოლო თვალებს შორის უნდა თავისუფლად მოთავსდეს ერთი თვალი.


21) გავაკეთოთ 2 წრე თვალის ირგვლივ მეშის ფორმის გამოსაყვანათ, ცხვირის შუა არეში ჩავამატოთ ერთი პატაარ ხაზი, ვერტიკალურ ხაზის წერტილებს კი მივაველდებთ როგორც სურათზეა მითითებული:


22) თვალის ირგვლივ ქუთუთოზე გაუკეთებთ ერთ ხაზის წრეს, ეს იმიტომ რომ დასმუზვის დროს დაიჭიროს, რაც უფრო ახლოა 2 ხაზი ერთმანეთთან მით უფრო კარგათ გამოდის კუთხე, ანუ კუთხისებური გადასვლა.


23) გადავიდეთ ცხვირის დამუშავებაზე. დავამატოთ ხაზი ცხვირის არეში:


24) დავიწყოთ ცხვირის გაკეთება, დავამატოთ ხაზები და გამოვიყვანოთ ფორმები როგორც სურათზეა:



26) ორი დამატებითი ხაზი და გამოვიყვანოთ ცხვირის გეომეტრია.


27) ჩავამატოთ კიდევ ერთი ხაზი ცხვირთან ნესტოს არეში, რათა მივიღოთ ფორმა რაც ნესტოების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.


28) ჩავამატოთ ხაზი დაბლა ნესტოების კუთხის ირგვლივ როგორც სურათზეა, რათა დასმუზვის დროს გამოიყოს ცხვირის დეტალები. წარმოიქმნება 5 კუთხედი ნესტოს კუთხეში, მაგრამ შევაერთოთ წერტილები და გამოსწორდება ყველაფერი:


29) გავჭრით ქვეშიდან ნესტოს ხაზს და ასევე წაუშლით ხაზს რომელიც ქმნის სამკუთხედს, მივამუშავოთ წინხედიდან ცხვირის მეში:


28) ჩავამატოთ ხაზი დაბლა ნესტოების კუთხის ირგვლივ როგორც სურათზეა, რათა დასმუზვის დროს გამოიყოს ცხვირის დეტალები. წარმოიქმნება 5 კუთხედი ნესტოს კუთხეში, მაგრამ შევაერთოთ წერტილები და გამოსწორდება ყველაფერი:


29) გავჭრით ქვეშიდან ნესტოს ხაზს და ასევე წაუშლით ხაზს რომელიც ქმნის სამკუთხედს, მივამუშავოთ წინხედიდან ცხვირის მეში:


30) შევწიოთ ნესტოების პოლიგონები:


31) ნესტოს შიგნით დავამატოთ დეტალები:


32) ცხვირს ნესტოს გარეთ დავამატებთ ხაზს და წარმოქმნილ 5 კუთხა პოლიგონის კუთხეს შევაერთებთ ცხვირის შუა ნაწილში:


33) გადავიდეთ პირზე, გავაკეთოთ ჭრა როგორც სურათზეა და შევწიოთ პოლიგონი შიგნით:


34) გავასწოროთ წერტილები და მივამსგავსოთ ტუჩის ფორმას.

   შენიშვნა: მე ვაკეთებ ტუჩებს ოდნავ ღიას, რათა შემდეგ ადვილად მოვნიშნო წერტილები მორფცელების გასაკეთებლად მიმიკებისთვის (ანიმაციისთვის). ხოლო ზოგი აკეთებს დახურულს, რომ გამოიყურებოდეს უფრო რეალურად. მოკლედ არჩევანი თქვენზეა.


35) სანამ გავაგრძელებდეთ პირის დამუშავებას მოდი გავასწოროთ კისერთან ხაზების მიმართულება. როგორც სურათზეა წავშალოთ ყბისა და კისრის ზედა ხაზი და ჩავამატოთ 1 ხაზი, რომელიც პოლიგონებს შეუცვლის მიამრთულებას:


36) ჩავამატოთ ხაზების რიგი:


37) დავამუშაოთ კისერი და ტუჩის კუთხის წერტილები მივწიოთ ერთმანეთან ახლოს:


38) დავამატოთ რამდენიემ ხაზი ტუჩს. ზედა ტუჩი ქვედა ტუჩზე ცოტათი წინ გავწიოთ და ცოტათი მრუდე ფორმა მივცეთ.


39) დავამატოთ კიდე ერთი ხაზი ტუჩზე ირგვლივ რათა ტუჩის ფორმა გამოიკვეთოს კარგათ:


40) გავაკეთოთ ჭრილი რომელიც იწყება თვალთან და დავამთავრებთ პირთან, ასევე დავამატებთ კიდევ ერთ ხაზს რომელიც გამოკვეთავს ლოყებს დაწყებული ცხვირის ნაწილიდან, ასევე წავშლით ხაზს, რომელიც ზედმეტია, სურათის მიხედვით იხელმძღვანელეთ:


41) საბოლოო ეტაპი დეტალიზაცია სახეზე, დავამატოთ რამდენიმე ხაზი და გავასწოროთ მეშის ფორმები:


42) დავაკორექტივოთ ყბისა და კისრის ადგილი და დავამატოთ ხაზები:


43) დავუყენოთ ყურები. (ყურის მოდელირება):







წყარო: arildwiro.com


No comments:

Post a Comment