Saturday, August 24, 2013

სტანდარტული მატერიალით ოკეანის შეიდერი



საინტერესოა მემგონი თუ როგორ გავაკეთოთ სტანდარტული მატერიალით ოკეანის შეიდერი. მაშ ასე შეუდგეთ საქმეს.


პირველ რიგში გავაკეთოთ ოკეანის ზედაპირისთვის Plane ობიექტი პარამეტრებით 800 X 800.


გავხსნათ მატერიალ ედიტორი M ღილაკზე დაკლიკებით და სტანდარტული მატერიალის სლოტის Diffuse-ში დავაყენოთ ფერი როგორც სურათზეა ნაჩვენები RGB 35.35.35.


შემდეგ იგივე ფერი უნდა დავაყენოთ Аmbient color-ზე, თუ ბლოკი არ ადევს და დანარჩენი პარამეტრები კი შევიყვანოთ ისევე როგორც სურათზეა.


როგორც დაინახეთ Self-illumination დავაყენე 20, Specular level კი 110 და Glossiness კი 35. თუ თქვენ ყველაფერი სწორედ გააკეთეთ, მაშინ უნდა მივიღოთ ასეთი სახის მატერიალი.


შემდეგ გავაგრძელოთ, დაუკლიკოთ დაბლა ამ მატერიალის ჩანართს Map-ს. გაიშლება მენიუ.


დაუკლიკეთ Bimp კარტის გასწვრივ None-ს და ავირჩოთ კარტა Noise.


Noise კარტაში კი შევიყვანოთ შემდეგი პარამეტრები.


პარამეტრებში Noise Type შევცვალე Regular-ი Fractal-ზე. ხოლო Size კი 5.  Levels კი 8-ზე. თუ სწორედ გააკეთეთ ყველაფერი უნდა მიიღოთ ასეთი მატერიალი. (შეგიძიათ არეგულიროთ Size პარამეტრი 2 ან 8 მდე შუალედში, ეს არის ოკეანის რელიეფი).


შემდეგ გავიდეთ უკან და მოვნახოთ კარტა Reflection. ის გამოიყურება ასე.


დაუკლიკოთ None-ს და ჩავსვათ კარტა Mask.


ასე გამოიყურება ამრეკვლადობის კარტაში Mask კარტა.


აქ კი დაუკლიკოთ Map-ს და ავირჩიოთ კარტა Mix


ხოლო Mix კარტის პირველ ფერში კი ჩავსვავთ Jpg ტექსტურას - რაიმე ცის სურათის. ჩემს შემთხვევაში გამოვიყენე ეს ცის ტექსტურა.



ხოლო მეორე ფერის Color #2 ში კი კარტა Flat Mirror.


Flat Mirror-ში დავაყენოთ პარამეტრები.


შემდეგ გადავალთ უკან Mix კარტაში და Mix Amount-ს დავაყენებთ 50.


თუ ყველაფერი სწორედ გააკეთეთ უნდა მივიღოთ ასეთი მატერიალი.


შემდეგ გავდივართ უკან Mask კარტაში და Mask სლოტში ვირჩევთ კარტას Falloff-ს.


Falloff-ის პარამეტრებია Falloff Type: Fresnel.  ხოლო Index of Refraction 0.5


ეს ყველაფერი თუ ზუსტად გაიარეთ, უნდა მიიღოთ ასეთი მატერიალი:



ასევე ფონის სურათი F8 დაუკლიკეთ და ჩასვით. ცის ფონის სურათი გამოვიყენე ეს პანორამული სურათი. 


ამით მოვრჩით. ერთი რაც დაგრჩათ დაადოთ ეს მატერიალი პლეინს და დააყენოთ განათება Omni იმ ადგილას სადაც პანორამულ სურათზე მზე ჩანს, კამერის რაკურსიდან გაასწორეთ, რომ წყალზე შუქის დაცემის და არეკვლის ეფექტი რეალური იყოს. და დაარენდერეთ.

 აი რა გამოვიდა ჩემს შემთხვევაში:


ცოტა ფერების კორექციაც ფოტოშოპში:


წარმატებები.


წყარო: Render.ru

1 comment:

  1. What is the minimum age to play casino games in NJ? - JTM Hub
    The minimum age of playing casino games 광명 출장샵 in NJ is 21. How 김제 출장샵 to play casino 부산광역 출장안마 games for 논산 출장샵 real money in NJ? How to play casino games for real 목포 출장마사지 money in NJ?

    ReplyDelete