Thursday, August 22, 2013

რა უნდა ვიცოდეთ მოდელირებისას




ამ გაკვეთილში აგიხსნით მოდელირების ძირითად პრინციპს - იმას თუ რატომაა საჭირო მოდელირებისას გამოვიყენოთ ოთხკუთხა პოლიგონები. რადგან შემდეგში შეცდომა არ მოგვივიდეს და გამოგვივიდეს სწორი და მართებული ტოპოლოგია. ტოპოლოგია არის პოლიგონალური ბადის სტრუქტურა 3D რაფიკაში.

რატომ მაინცდამაინც 4 და არა 3 ან 5 ?

- მოქნილია ანიმაციის დროს.
- მოქნილია  UV ბადის რედაქტირებისას. (მოდელის UV ტექსტურისათვის კორდინატის ბადეზე გაშლა).
- მოქნილია ასევე იმ მომენტში როცა გვინდა ჩავამატოდ ან წავშალოთ პოლიგონები.
- MeshSmooth, TurboSmooth და Smooth მოდიფიკატორების გამოყენებისას არ იქმნება ობიექტის ზედაპირზე არტეფაქტები. (ანუ ამ პროცესში ყოველი პოლიგონი მოდელის იყოფა 4-ჯერ (8, 16, 32 და ა.შ.) )

ამ გაკვეთილის უკეთ გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ მოდელირების ინსტრუმენტები  Cut, Connect, Target weld. რომელიც განთავსებულია Edit Poly-ის განყოფილებაში.

მოდი განვიხილოთ სიტუაციები რომელიც გვხვდება ყველაზე ხშირად.

1. კლასიკური გადასვლა 4x-ში, ამ სიტაუციაში თუ საჭიროა დავამატოდ შუაში ერთი ხაზი, ისე არაფერი ეშველება. მაშინ თუ არ გვინდა დამატება ჯობია წავშალოთ სამკუთხედი პოლიგონი ან დავამატოდ ხაზი შუაში და გარდავქმნათ 4x-ში.


2. რვაკუთხა ზედაპირი. შევაერთოდ ყველა წერტილი ცენტრში და დავიანხავთ როგორი სამკუთხედი დაგვრჩება. ამისათვის ეს რომ არ მოხდეს შევაერთოდ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები:


3. არის კიდევ ასეთი სიტუაცია როდესაც  ორი ხაზი შედის პოლიგონში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამგვარად:


4. შემდეგი სიტუაცია რომელიც უნდა გავატაროთ გვერდზე კალიცოს პრინციპით:


5. ეხლა განვიხილოთ ფუნქცია Chamfer. რომელიც 1 ხაზს ყოფს ორად. უნდა ვიცოდეთ ამის სწორედ გამოყენებაც. ბევრი ეგრევე ანიჭებს ხაზებს ამ ფუნქციას. ასე არ შეიძლება. მივიღებთ რთულ და ძნელად დასარედაქტირებელ პოლიგონებს. 

ჯერ უნდა დავამატო თავზე ანუ ზედა მხარეს Chamfer-ი, შემდეგ გვერდითა ხაზებს და ამის მერე ზემოთ გავაკეთებთ რამდენიმე ჭრას:


6. ზოგჯერ გვჭირდება გამოწეული ან ჩაწეული პოლიგონები, უნდა გავაკეთოთ როგორც სურათზეა ნაჩვენები:


ამით დავასრულეთ და ჩემი რჩევა იქნება თქვენც წაიპრაქტიკოდ და მიაჩვიოთ ხელი, მთავარია არ იჩქაროთ და სწორედ გათვალოთ. თორემ სიჩქარეში შეიძლება  რაიმე გამოგრჩეთ. წარმატებებს გისურვებთ.


No comments:

Post a Comment