თუ თქვენ გაქვთ ტექსტურა ვიუვპორტში ზომით 1024 X 1024 ზე და 3D Max-ის ვიუვპორტში გრაფიკულ რეჟიმში Nitrous იგი გამოისახება უხარისხოთ (არ ჩანს კარგად ან დაპიქსელებულია) და არ გამოიყურება როგორც ორიგინალი ამისათვის არსებობს ამ პრობლემის 100% იანი გადაწყვეტა.
უნდა გავხსნათ MAXScript Listener (დაუკლიკოთ ღილაკს F11) და ჩაუწეროთ ველში ქვემოთ მოცემული კოდი:
NitrousGraphicsManager.SetTextureSizeLimit 2048 true
NitrousGraphicsManager.SetBackgroundTextureSizeLimit 2048
true
ყოველი ხაზის შემდეგ უნდა დაუკლიკოთ Shift + Enter-ს.
შემდეგ ჩართეთ და გამორთეთ ტექსტურის გამოსახულება ვიუვპორტში - დავინახავთ რომ თუ სწორედ გავაკეთეთ ყველაფერი. შედეგი გამოსწორდა.
ასეთი მეთოდი მაშინაა საჭირო როდესაც თქვენ მუშაობთ ნახაზების მიხედვით ან ვიუვპორტში გინდათ დაინახოთ ტექსტურა კარგად.
P.S. ეს მეთოდი მუშაობს მაქსის შემდეგ გაშვებამდე, ასე რომ მოგიწევთ ახლიდან გამეორება ამ პროცედურის როცა ისევე გაუშვებთ პროგრამას. ასევე შეგიძლიათ ხარისხისთვის გამოიყენოთ გრაფიკული რეჟიმი ვიუვპორტის Direct 3D, მაგრამ ამის მინუსია ანელებს ვიუვპორტის მუშაობას Nitrous-თან შედარებით. ასევე Nitrous-ის შემთხვევაში ყველა ტექსტურა ინახება ვიდეოკარტის მეხსიერებაში და ბლომად დიდი ზომის ტექსტურების გამოყენებამ შეიძება გამოიწვიოს პროგრამის დაკიდება ან გათიშვა.
წყარო: 3dyuriki.com
No comments:
Post a Comment