ხშირად ისმის კითხვა თუ როგორ გამოვიტანოთ ჩვენი პროექტი Adobe After Effects-იდან კაი ხარისხით საჩვენებლად და ასევე Youtube-ზე ასატვირთად. მე მინდა შემოგთავაზოთ ერთ ერთი მეთოდი, რომელსაც მე ვიყენებ ძალიან ხშირად. ამ მეთოდით გამოდის მშვენიერი ხარისხი და ასევე მოცულობით პატარა. ხარისხი არ ეკარგება რა თქმა უნდა.
მაშ ასე პირველ რიგში როცა დავამთავრებთ პროექტზე მუშაობას და მზადა გვაქვს სარენდეროთ ვაკეთებთ შემდეგს: ვიძახებთ მენიუს Composition > Add to Render Quene ან სულაც კლავიშების კომბინაციით Ctrl+M:
ამის შემდეგ Тime line-ს ზოლში გაჩნდება ახალი ფანჯარა Render Queue და ასევე ავტომატურად ჩაჯდება ჩვენი პროექტიც:
შემდეგ მანდ დაუკლიკოთ Оutput Module-ის გასწვრივ ფუნქცია Lossles.
გამოსულ ფანჯარა Оutput Module Settings-ის დავაყენებთ პარამეტრებს:
მოვნიშნოთ Format: WIndows Media და ასევე დაბლა ავღნიშნოთ პტიჩკა Audio Output:
შემდეგ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ვუკლიკებთ ამ ფანჯარაში ისევე ფუქნციას Format Option-ს:
გამოსულ WIndows Media Option-ში ფანჯარაში კი დავაყენებთ პარამეტრებს:
Basic Video Settings-ში მოვნიშნოთ Windows Media Video 9, ხოლო დანარჩენი როგორც ნაჩვენებია სურათზე წითელ კვადრატში აუწიოთ ბოლომდე.
შემდეგ არ დავხუროთ და გადავიდეთ აუდიოში:
Basic Audio Settings-ში დავაყენოთ ჩამოსაშლელ მენიუში Codec: Windows Media Audio 9.2, ხოლო Audio Format კი ჩამოვშალოთ და ყველაზე ბოლო ავღნიშნოთ: 320 kbps, 44kHz, stereo CBR.
შემდეგ დავეთანხმოთ ОK ღილაკით და გავიდეთ ასე უკან. მიუთითოთ სადაც გვინდა შევინახოთ და პროექტის სახელი. დაუკლიკოთ ღილაკს Render.
მოკლედ სულ ეს იყო, ძალიან ხშირად ამ ფორმატით ვარედნერებ და მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ხოლო თუ რაიმე შეცდომებს ექნება ადგილი, ან რამე არ გამოგივათ სწორედ დატოვეთ კომენტარებში და გამოვასწოროთ ერთად.
წარმატებებს გისურვებთ.
No comments:
Post a Comment