Tuesday, April 23, 2013

3D Max-ში მაგიდის მოდელირება






წინა გაკვეთილში გავეცანით 3D Max-ის ინტერფეისს, ახლა მოდი გავაკეთოთ რაიმე მარტივი. მაგალითად მრგვალი მაგიდა. ამით ვისწავლით ძირითად საფუძვლებს ობიექტებთან მუშაობისას - თუ როგორ შევცვალოთ, გადავაადგილოთ, დავაკოპიროთ და ავითვისოთ სხვა საჭირო ფუნქციები.

გადავიდეთ საქმეზე. გაუშვათ 3D Max-ი, თუ უკვე გაშვებული გაქვთ გავაკეთოთ ახალი სცენა. ეს ხდება ზედა მენიუდან File > New ან კლავიშების კომბინაციით CTRL+N.


გავააქტიუროთ პერსპექტივის ხედი და დაუკლიკოთ ღილაკს Maximize Viewport Toggle-ს.


იმისათვის რომ გავშალოთ ხედი მთელს ეკრანზე.

შემდეგ ჩანართ Create-ში 


ავირჩიოთ ქვეპუნქტი Geometry


ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ Extended Primitives (რთული პრიმიტივები). შედეგი უნდა გამოიყურებოდეს ასე:



დაბლა ობიექტების სიაში ავირჩოთ ChamferCyl-ი, ეს არის ცილინდრი დამრგვალებული კუთხეებით.



გადავიტანოთ მაუსის კურსორი პროექციის ფანჯარაში და დავსვათ ობიექტი. ნუ ვიფიქრებთ ჯერ მის ზომაზე, განთავსების ადგილზე და ფერზე. საჭიროა ჯერ შევქმნათ ობიექტი. ეს ობიექტი იქნება მაგიდის ზედაპირი.


ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა: გავაკეთეთ ცილინდრი და გამოვიდა რაღაც დაკუთხული მრავალკუთხედი. საქმე იმაშია რომ ობიექტის ზედაპირი კომპიუტერულ გრაფიკაში შედგება ოთხკუთხედებისგან. მათ შორის ჩვენი ცილინდრიც. თუ დაუკლიკებთ კლავიატურაზე F4 მაშინ 3D Max-ი გვანახებს ამას. 


გაჩნდება მეორე შეკითხვა: რატომ არის რამდენიმე გვერდი ოთხკუთხედი? ხოლო სხვა კი სამკუთხედი.  საერთოდ ობიექტის ზედაპირს კომპიუტერულ გრაფიკაში ეძახიან პოლიგონებს (Polygon). ხოლო პოლიგონები შედგება ორი სამკუთხედისაგან რომელთაც ქვიათ ფეისები (Face - ეს გამოიყენება Edit mesh პოლიგონალურ რეჟიმში, ხოლო Edit poly-ში  აღარ გახდა ამის საჭიროება და გაუქმეს). 3D Max-ი აერთიანებს ამ ორ სამკუთხედს და ეს გამოისახება როგორც ოთხკუთხედი ზედაპირი ანუ პოლიგონი (Polygon).  ხოლო ამ შემთხვევაში ჩვენი ცილინდრის სამკუთხედი პოლიგონები ჩავთვალოთ რომ მისაღებია. იმიტომ რომ მყარი ზედაპირია, ხოლო როცა ანიამციისთვის არის განკუთვნილი და დეფორმაციას განიცდის  ობიექტის ზედაპირი ანუ იცვლება ფორმები, იღუნება დაუშვათ პერსონაჟის სახსარი - მაშინ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ სამკუთხედებს. 

ხოლო შემდეგ თუ დაუკლიკებთ კლავიატურაზე F3-ს, დავინახავთ რომ ობიექტი გამოისახება თეთრი ხაზებით - რომელთაც ეძახიან ედჯებს - ხაზებს, პოლიგონების შეერთების ადგილები (Edge).


დაუბრუნოთ შეფერილობა ობიექტს ისევე F3 ღილაკზე დაკლიკებით.

გავაგრძელოთ მოდელირება მაგიდის თავსახურის. თავდაპირველად დავაზუსტოთ მისი ზომები. ხოლო თუ მონიშვნა იყო გაუქმებული, მოვნიშნოთ იგი თავიდან Select Object ინსტრუმენტით.


გადავიდეთ ჩანართ Modify-ში


შეუცვალოთ ობიექტს სტანდარტული სახელი "ChamferCyl01" და დავარქვათ "magidis saxuravi" - ოღონდ ქართული შრიფტით არა. 3D Max-ი ვერ აღიქვამს მას.


ხოლო დაბლა წარმოდგენილია ჩვენი ობიექტის პარამეტრები


ამ პარამეტრებში ხდება ობიექტის რედაქტირება. რომელიმე პარამეტრს თუ შევცვლით დავიანხავთ როგორ შეიცვლება ჩვენი ობიექტის ფორმები და თან გავიგებთ თუ რა ფუნქციას ასრულებს ესა თუ ის პარამეტრი. დაუკლიკოთ F4-ს რათა დავინახოთ ობიექტის ხაზები (Edge).


ხოლო ახლა შევიყვანოთ პარამეტრები რომელიც მოცემულია სურათზე


რომ დავიანხოთ თუ რა გამოგვივიდა გამოვიყენოთ ნავიგაციის ინსტრუმენტები


თუ სწორედ შევოყვანეთ ყველა პარამეტრი უნდა მივიღოთ ასეთი სახის ობიექტი


გადავაადგილოთ ეს ობიექტი საწირო ადგილას. ამისთვის ავირჩიოთ ინსტრუმენტი Select and Move - ან კლავიატურაზე W ღილაკზე დაჭერით.


მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ობიექტის ცენტრში გაჩნდა სამი ღერძი



იგი წარმოისახება ისრებით და ლათინური ასოებით X Y Z. ეს წარმოადგენს სამ მიმართულებას, საითაც შეიძლება გადავაადგილოთ ობიექტი. თუ მივიტანთ მაუსის კურსორს X ღერძზე იგი გააქტიურდება და შეიფერება ყვითელი ფერით - ეს ნიშნავს რომ ამ მომენტში ეს ღერძია აქტიური და გადაადგილება მოხდება მხოლოთ ამ მიმართულებით. ხოლო თუ მივიტანთ კურსორს კვადრატთან რომელიც განთავსებულია ორ ისარს შორის (მაგალითად X და Y შორის) მაშინ ყვითლად გააქტიურდება ეს ორი მიმართულება და გადაადგილება შეიძება მხოლოდ ამ ორი მიმართულებით. მას შემდეგ რაც ჩვენ ავირჩევთ მიმართულებას რომელიმე ღერძისას, თუ რა მიმართულებით გვინდა გადავაადგილოთ ჩვენი ობიექტი, მოვკიდოთ მაუსის მარცხენა ღილაკით და გავწიოთ სასურველ მიმართულებით. გადასადგილებლად გამოიყენეთ ყველა ხედი პროექციის ფანჯრის.

მაგრამ თუ ჩვენ გვინდა გადავაადგილოთ ობიექტი კონკრეტულად მითითებულ მანძილზე რასაც საჭიროება მოითხოვს, ამისათვის დაბლა გვაქვს პარამეტრი X, Y, და Z ღერძებისთვის. სადაც შეგვიძლია კონკრეტული მნიშვნელობა ციფრით, რომელიც აღნიშნავს გადაადგილების მანძილს ამ ღერძზე. 

ჩავწეროთ შიგნით შედმეგი მნიშვნელობა ჩვენი ობიექტისთვის


ამგვარად ჩვენ გადავაადგილეთ ჩვენი ობიექტი 80 ერთეულით ზედაპირიდან ზემოთ Z ღერძის მიმართულებით.

გავაკეთოთ შემდეგი ობიექტი. ხოლო ჩვენი მაგიდის სახურავი დროებით დავმალოთ ფუნქციით მაუსის მიტანით ობიექტზე და მარჯვენა კლიკით გამოვა მენიუ სადაც ავირჩევთ კომანდას Hide Selection.


გადავიდეთ ჩანართ Create-ში, ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩოთ Standard Primitives და შევქმნათ ახალი ობიექტი Tube.


დავარქვათ ამ ობიექტს სახელი "sayrdeni" და შევიყვანოთ შემდეგი პარამეტრები.


შედეგათ უნდა მივიღოთ შემდეგი სახის ობიექტი


როგორც წინა ობიექტს ამასაც გადავაადგილებთ Select and Move ინსტრუმენტით


ესეც დავმალოთ დროებით, დაუკლიკოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და გამოსულ მენუიუში ავირჩოთ კომანდა Hide Selection.

შედმეგი ობიექტი იქნება მაგიდის ფეხები. ისევ მივდივართ ჩანართ Create-ში და ვქმნით ობიექტ Box შემდეგი პარამეტრებით


დავარქვათ სახელი "Fexebi".

ავირჩიოთ ინსტრუმენტი Select And Move. დავაჭიროთ კლავიატურაზე Shift-ს და არ აუშვათ, თან გადავაადგილოთ ობიექტი. ამ მოქმედების ჩატარების შემდეგ დაკოპირდება ობიექტი და გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა.



ამ მენიუშ დატოვეთ Object-ის მნიშვნელობა Copy და ახალი ფეხის სახელი "Fexebi02". დაუკლიკეთ ღილაკს OK-ს. ასევე ანალოგიურათ დააკოპირეთ დანარჩენი 2 ფეხიც და დაარქვით შესაბამისი სახელები "Fexebi03" და "Fexebi04". (პრინციპში პროგრამა ავტომატურად დაარქმევს სახელებს).

ამ მაგიდის ფეხებსაც გადავაადგილებთ დაბლა მოცემული პარამეტრებით (Select and Move).

პირველი ფეხი:


მეორე ფეხი:


მესამე ფეხი:


მეოთხე ფეხი:



დავაბრუნოთ ახლა ისევ ყველა ის ობიექტი რაც დავმალეთ. დაუკლიკოთ მაუსის მარჯვენა ღილაკი პროექციის ფანჯრის სამუშაო არეს და გამოსულ მენიუში ავირჩიოთ კომანდა Unhide All.


თუ სწორეთ გავიარეთ ყველაფერი გამოვა შემდეგი სახის მაგიდა


ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რა ფერია ობიექტი, მაგრამ წარმოდგენა რომ გვქონდეს რა გამოგვივიდა შეიძლება ავირჩიოთ უფრო შესაბამისი ფერი. ჩანართ Modify-ში დაუკლიკებთ პატარა კვადრატს ობიექტის სახელის გასწვრივ და გამოსულ ფანჯარაში ავირჩევთ ობიექტის კარკასულ ფერს.


ესეც ჩვენი საბოლოო შედეგი


ხის ტექსტურის დადება და საჭირო მატერიალის მინიჭება განვიხილოთ შემდეგ გაკვეთილებში. გისურვებთ წარმატებას.



წყარო: 3D-Box.ru

No comments:

Post a Comment