Wednesday, April 24, 2013

3D Max-ის ინტერფეისის მოკლე მიმოხილვა




ეს გვერდი განკუთვნილია მათთვის ვისაც 3D Max-ის შესწავლის სურვილი აქვს. გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს გვერდი და გამეცნო 3D Max-ის პროგრამა თქვენთვის. ძირითადად ავხსნი პროგრამის იმ ინსტრუმენტებს რომელნიც საწყის ეტაპზე აუცილებელია იცოდეთ. ხოლო შემდგომ გაკვეთილებში ისე დავალაგებთ ყველაფერს რომ გასაგებათ და მარტივად აითვისოდ პროგრამა. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ და ვეცდები მაქსიმალურად დაგეხმაროთ ყველას.

ახლა ვისაუბროთ იმაზე თუ თქვენ რა უნდა შეძლოთ კომპიუტერული გრაფიკის შესწავლისას -  ყველაზე მთავარი რაც თქვენგან არის საჭირო - ეს არის სწავლის სურვილი. რის გარეშეც უბრალოდ არაფერი გამოვა. აგრეთვე სასურველია მხატვრული ხედვა და კარგად ხატავდეთ ხელით. ვიმეორებ რომ სასურველია და არა აუცილებელი. რადგანაც ეს ძალიან დაგემხარებათ. მაგრამ ეს თუ ასე არ არის, არც ამაზე არ ინერვიულოთ. შემდეგ სასურველია გქონდეს წარმოსახვითი ხედვა, რათა წარმოვიდგინოთ თუ რას ვაკეთებთ. ესეც თუ არ გვაქვს, ეგეც არაუშავს, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდებით. საბოლოო მიზანია გაუმკლავდეთ კომპიუტერს - უნდა შეგვეძლოს გადავაადგილოთ მაუსი ეკრანზე და დაუკლიკოთ სასურველ ღილაკს. მაშ ასე გადავიდეთ შემდეგზე. 

გაუშვათ პროგრამა 3D Max-ი და რასაც პირველს დავინახავთ ეს არის პროგრამის ფანჯარა. რომელიც დაყოფილია 4 ნაწილად - ეს არის სამუშაო ნაწილი, სადაც იქმნება ობიექტები. ხოლო რაც ამ კვადრატის გარეთაა ეს არის სხვადასხვა სამართავი ინსტრუმენტები.


დავიწყოთ ზედა მარცხენა მენიუთი


პირველი ინსტრუმენტია Undo რომელიც აუქმებს რაიმე მოქმედებას. ხოლო მეორე ინსტრუმენტი კი Redo - რომელიც უკან აბრუნებს გაუქმებულ მოქმედებას.


Select and Link - გვეხმარება ერთი ობიექტი მივამაგროთ მეორეზე, ანუ თუ გავამოძრავებთ პირველ ობიექტს გაჰყვება მეორე ობიექტიც.


Unlink Selection - გვეხმარება გავწყვიტოდ კავშირი ობიექტებს შორის წინა ინსტრუმენტის მიერ შექმნილი. 

Select Object - გვეხმარება მოვნიშნოთ საჭირო ობიექტი


Selection Filter - გვეხმარება მოვნიშნოთ გარკვეული ტიპის ობიექტები. სტანდარტულად აყენია ფუნქცია All - შეგვიძლია ავირჩოთ ყველა ობიექტი.


Select By Name - თითოეულ ობიექტს 3D Max-ში გააჩნია თავისი სახელი. როდესაც სცენაზე ობიექტები ბევრია უფრო მოსახერხებელია ავირჩიოთ არა დაკლიკებით ამ ობიექტზე (როგორც Select Object - ის შემთხვევაში) არამედ მოვნახოთ იგი სახელით ამ ფუნქციის დახარებით.


სანამ გადავალთ შემდეგ ინსტრუმენტზე მინდა გაგაცნოთ ერთი პატარა ფუნქცია. საქმე იმაშია რომ რამდენიმე ღილაკს აქვს პატარა შავი კვადრატული იკონი დაბლა მარჯვენა მხარეს, დაახლოებით ასეთი.

ეს ნიშნავს იმას რომ თუ დაუკლიკებთ და გავაჩერებთ ასეთ ღილაკზე მაუსს, ჩამოიშლება არჩევანი ამ ფუნქციის სხვადასხვა სახეობის. ამ სახეობას განეკუთვნება ინსტრუმენტი Selection Region

ეს ინსტრუმენტი გვაძლევს საშუალებას ფორმა მივცეთ მონიშვნის ჩარჩოს. სტანდარტულად აყენია კვადრატული ფორმა.


Window / Crossing გვეხმარება თუ როგორ იქნას ობიექტი არჩეული. Windows-ის შემთხვევაში არჩეული იქნება ობიექტი რომელიც მთლიანად მოექცევა მონიშვნის ჩარჩოში, ხოლო Crossing-ის შემთხვევაში კი მოინიშნება ის ობიექტები რომლებსაც შეეხება მონიშვნის ჩარჩო. სტანდარტულად აყენია ფუნქცია Crossing


Select and Move - გვეხმარება ავირჩოთ და გადავაადგილოთ ობიექტები


Select and Rotate - გვეხმარება ავირჩიოთ და დავატრიალოთ ობიექტები


Select and Scale - გვეხმარება ავირჩიოთ და გავზარდოთ ან დავაპატარაოთ ობიეტები (მაშტაბირება)

Mirror - გვეხმარება სარკისებურად დავაკოპიროთ ობიექტები


ამ ეტაპზე განვიხილეთ მთავარი ელემენტები ამ მენიუსი, გადავიდეთ შემდეგზე.


როგორც წინაზე ავღნიშნეთ გვაქვს 4 პროექციის ფანჯარა, ეს ნიშნავს რომ გვაქვს ობიექტის 4 ხედი. სტანდარტულად აყენია Top - ზედხედი, Front - წინხედი, Left - გვერდხედი და Perspective - პერსპექტიული ხედი. ადვილათ რომ მივხვდეთ რაზე გვაქვს საუბარი შევხედოთ მოცემულ მაგალითს, სადაც გამოყენებულია 3D Max-ის სტანდარტული ობიექტი ჩაინიკი.


ზედა სურათზე ნათლად ჩანს თუ რა ხედებთან გვაქვს საქმე.  ზედა მარცხენა კუთხეში გვაქვს ზედხედი. ზედა მარჯვენაზე წინხედი (ჩაინიკი არასწორედ აყენია). დაბლა მარცხენაზე გვერდხედი. ხოლო დაბლა მარჯვენაზე პერსპექტივა. პერსპექტიული ფანჯრის ხედს აქვს ყვითელი ჩარჩო. ეს იმას ნიშნავს რომ ამ მომენტში ეს ხედია აქტიური. სხვა ხედის გასააქტიურებლად გადავიდეთ მაუსით და ჩავკლიკოთ იმ ხედში.

არსებული ხედები არ არის დაფიქსირებული. შეგვიძლია ესენი ვცვალოთ ხედის სახელზე დაკლიკებით მაუსის მარჯვენა ღილაკით, გამოვა მენიუ სადაც ავირჩვთ სასურველ ხედს.


გადავიდეთ შემდეგ მენიუზე, რომელიც განთავსებულია პროგრამის მარჯვენა დაბლა კუთხეში.


პირველი ინსტრუმენტია Zoom -  რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზადროთ ან დავაპატარაოთ გამოსახულება აქტიური ხედისა.


Zoom All - აკეთებს იგივეს რასაც წინა ინსტრუმენტი, ოღონდ ყველა ხედში ერთდროულად.


Zoom Extents - ავტომატურად ზრდის ხედს ისე რომ მონიშნული ობიექტი მოხვდება აქტიურ სამუშაო არეში. 


Zoom Extents All - იგივეა რაც წინა ინსტრუმენტი, ოღონდ ყველა ხედში ერთდროულად


Pan Viev - გვეხმარება გადავაადგილოთ ხედი სიბრტყისებურად


Orbit - გვეხმარება ვაბრუნოთ ხედი ობიექტის ან სცენის ირგვლივ


Orbit -  ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ მხოლოდ Perspective - ის ხედში. თუ ჩვენ ამას გამოვიყენებთ სხვა ხედში გამოგვივა ხედი რომელსაც ქვია ორტოგრაფიული ხედი. იგი თქვენ არ გამოგადგებათ მოდელირების დროს. ასე რომ მოგიწევთ თავიდან შეცვალოთ იგი. ერთი სიტყვით ეს გამოვიყენოთ მხოლოდ პერსპექტიული ხედისთვის. 

ხოლო ღილაკზე დაკლიკებისას ხედის ფანჯარაში გაჩნდება ვყითელი წრე 4 კვადრატით.


ბრუნვა ხდება მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით და მაუსის ისრის გადაადგილებით ეკრანზე. მივაქციოთ ყურადგება კურსორის ფორმას ეკრანზე. ის გვანახებს ბრუნვის ღერძს. თუ კურსორი ყვითელი წრის გარეთ მდებარეობს მაშინ ტრიალის ღერძი იქნება პენპენდიკულარული ეკრანის. ხოლო თუ კურსორი ყვითელი წრის შიგნით იქნება განთავსებული ტრიალის ღერძი იქნება ორი: ერთი ზემოთ და ქვემოთ - პარალელური ეკრანის. ხოლო მეორე - მარცხნივ და მარჯვნივ, ესეც პარალელური ეკრანის. ხოლო კურსორის მიტანა ყვითელ კვადრატთან ვირჩევთ ერთ ერთ ტრიალის ღერძს ამ ორი ღერძიდან.

Maximize Vievport Toggle - გვეხმარება გავშალოთ მთელს ეკრანზე აქტიური სამუშაო ხედი ან უკან დავაბრუნოთ ოთხივე ხედი.


თუ თქვენ შეცვალეთ ხედი და უკან დაბრუნება დაგჭირდათ ისევე, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დაუკლიკოთ მთავარ ზედა მენიუში კომანდას View > Undo View Change.

ეხლა მოკლედ განვიხილოთ მენიუ, რომელიც საშალებას გვაძლევს შევქმნათ და ვარედაქტიროთ ობიექტები. 


მენიუში განლაგებულია სხვადასხვა ჩანართები. განვიხილოთ ძირითადი ორი.

Create - შევქმნათ სხვადასხვა ობიექტები


Modify - შეცვლა და რედაქტირება უკვე შექმნილი ობიექტების


Create - ჩანართში ასევე არის სხვადასხვა სახის ობიექტები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ სცენაზე.

Geometry - ამ მენიუში არის ჩამსოასშლელი სია სხვადასხვა გეომეტრიული ობიექტების ქვეტიპების.


დაბლა მოცემულ შემთხვევაში არჩეულია ტიპი Geometry (გეომეტრია) და ქვეტიპი Standard Primitives (სტანდარტული პრიმიტივები) - რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა გეომეტრიული ობიექტები სიის სახით:


ჯერ ჯერობით სულ ეს იყო. გირჩევთ წაიპრაქტიკოთ და ხელი მიაჩვიოთ პროგრამის ინტერფეიის სანამ გადახვალთ შემდეგ გაკვეთილზე. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ  დაწერეთ კომენტარებში. 


წყარო: 3D-Box.ru



No comments:

Post a Comment